დიონ ვაიტერსი საჩემპიონო ბეჭედს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს

საქმე იმაშია, რომ დიონ ვაიტერსმა სეზონი მაიამის რიგებში დაიწყო, რის შემდეგაც კალათბურთელი მემფისს გაუცვალეს ანდრე იგუოდალაში. მემფისმა ვაიტერსი გუნდიდან გარიცხა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ლოს-ანჯელესის კლუბთან მოაწერა ხელი.
დიონ ვაიტერსი მაიამის რიგებში ჯამში სამ შეხვედრაში გამოჩნდა, თუმცა ეს მაჩვენებელი სავსებით საკმარისია საჩემპიონო ბეჭდის მოსაპოვებლად.
ამრიგად დიონ ვაიტერსი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს საჩემპიონო ბეჭედს, მიუხედავად იმისა დამარცხდება ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ფინალში თუ არა.