როდრიგო ერნანდესი: "ლესტერს" უბრალოდ გაუმართლა

როდრიგო ერნანდესი: "ლესტერს" უბრალოდ გაუმართლა მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი როდრიგო ერნანდესი, ინგლისის ჩემპიონატის მე-3 რაუნდის შედეგებს აფასებს. შეგახსენებთ, "სიტიმ" მოულოდნელი მარცხი განიცადა "ლესტერთან" დაპირისპირებაში, ანგარიშით 2:5.

"ჩემი აზრით "ლესტერს" უბრალოდ გაუმართლა. ფეხბურთი ჩვენთან მიმართებით ძალიან უსამართლო აღმოჩნდა. შესაძლოა ეს ჩვენი ბრალი იყო, შესაძლოა მეტოქე აღმოჩნდა ზედმეტად ძლიერი. რთულია ამის ახსნა. ამ შეხვედრაში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ დაგვიზოგავს. "ლესტერის" მსგავსი გუნდები აქ ჩამოდიან და 11 ფეხბურთელით სიღრმეში იწევენ. მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ყოველ მატჩში ვსწავლობ, მაგრამ ასეთ ორთაბრძოლებში, როდესაც მეტოქე არაფერს აკეთებს, ცოტა დამაბნეველია... ეს ის ფეხბურთი არა არის, რომელიც ასე ძალიან მიყვარს." - ციტირებს გამოცემა BBC როდრიგო ერნანდესის სიტყვებს.

მანჩესტერ "სიტი" მოპოვებული 3 ქულით, ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. "ლესტერი" პირველ ადგილზეა. მის აქტივში 9 ქულაა მოგროვებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.