ლიონელ მესი 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენია

ლიონელ მესი 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენია პორტალმა sportspromedia-მ 2020 წლის 50 ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა. რეიტინგი ცნობილმა ანალიტიკურმა კომპანიამ Nielsen-მა ჩაატარა და პირველი ადგილი არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაიკავა.

რეიტინგში სპორტსმენებს ქულებს ანიჭებდნენ გავლენიანობის, მიღწევების, აქტუალურობის, რეზონანსულობისა და შემოსავლების მიხედვით.

«კატალონიის ბარსელონას» არგენტინელმა ფორვარდმა ჯამში 115 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე «ტურინის იუვენტუსის» პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა 113 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსია 110 ქულით.

ბრაზილიელმა ნეიმარმა საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა 107 ქულით, ხოლო მსუბუქ წონაში UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

2020 წლის ტოპ 10 გაყიდვადი სპორტსმენი
  1. ლიონელ მესი
  2. კრიშტიანუ რონალდუ
  3. ლებრონ ჯეიმსი
  4. ვირატ კოლი
  5. ბიანკა ანდრესკუ
  6. ნეიმარი
  7. ხაბიბ ნურმაგომედოვი
  8. როჰიტ შარმა
  9. მოჰამედ სალაჰი
  10. პაულო დიბალა

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.