სუარესი: დებიუტით კმაყოფილი ვარ

"ხანდახან ფეხბურთელებს უბრალოდ ცვლილებები სჭირდებათ. მე მოვედი გუნდში, რომელმაც დაუჯერებლად თბილად მიმიღო. ეს იგრძნობა არსებულ ატმოსფეროში. აქ ყოფნის პირველივე წუთებიდანვე ბრწყინვალე შთაბეჭდილებები შემექმნა, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. საკუთარი დებიუტით ძალიან კმაყოფილი ვარ, ასევე ბედნიერი ვარ მოპოვებული სამი ქულის გამოც. ვნახოთ რა მოხდება სამომავლოდ, სეზონი ძალიან გრძელია." - ციტირებს ლუის სუარესის სიტყვებს გამოცემა Marca.
ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 2022 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. 33 წლის შემტევის თამაშით კმაყოფილია დიეგო სიმეონეც.