ანელკა: მბაპე იდეალური შემტევია

ანელკა: მბაპე იდეალური შემტევია წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ფრანგი მოერიშე ნიკოლა ანელკა, კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკუთარი მახასიათებლებიდან გამომდინარე, კილიანს შეუძლია "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლოს.

"არის ყველასათვის კარგად ცნობილი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა ჩემთვის სწორედ კილიან მბაპეა იდეალური შემტევის პროტოტიპი, რომელიც თავის თავში ყველა საჭირო მახასიათებელს აერთიანებს. ეს მას "ოქროს ბურთის" კანდიდატად აქცევს. კილიანი გამორჩეულად სწრაფია, ჭკვიანი და უაღრესად ტექნიკური. მას შეუძლია დიადი საქმეები აკეთოს. მბაპე ამას გამუდმებით დემონსტრირებს, მის მიერ გამართულ თითოეულ შეხვედრაში. გამოვარჩევდი ნეიმარსაც, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია." - ციტირებს გამოცემა RMC Sport ნიკოლა ანალკას სიტყვებს.

კილიან მბაპე, ფრანგული კლუბის რიგებში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 145 მილიონი ევრო შეადგინა. მისი მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა. გასულ სეზონში მბაპე ლიგა 1 ტურნირზე 18 გატანილი გოლით და 5 ასისტით გამოირჩა. ხსენებულ ტურნირში ფეხბურთელმა სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.