ანდერ ერერა: ეს არის ახდენილი ოცნება

"ეს არის კარგი შესაძლებლობა, ფინალში გასასვლელად. არ გვსურს წნეხზე საუბარი. ჩვენ ოთხი ნაციონალური ტიტული მოვიგეთ, შესანიშნავი სეზონი გვქონდა. უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობა, ეს ახდენილი ოცნებაა. რაც შეეხება "ლაიპციგს". ეს გუნდი დიდი ძალებით უტევს. ეს კარგად გამოჩნდა "ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრაში. ისინი ძალიან დიდი რაოდენობით გადადიან მეტოქე გუნდის ნახევარზე. ჩვენი გუნდისათვის ეს რა თქმა უნდა, საფრთხეა, თუმცა გვყავს მრავალი სწრაფი ფეხბურთელი, რომელთაც კონტრშეტევა შეუძლიათ."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ანდერ ერერას სიტყვებს.
შეგახსენებთ, ზემოხსენებულ კლუბებს შორის 1/2 ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.