ხაბიბ ნურმაგომედოვი: «ეპიკური ბრძოლა გველის»

ხაბიბ ნურმაგომედოვი: «ეპიკური ბრძოლა გველის» 24 ოქტომბერს UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი «მებრძოლთა კუნძულზე», რომელიც აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს, დივიზიონის დროებით ჩემპიონს ამერიკელ ჯასტინ გეტჯის დაუპირისპირდება.

რუსმა სპორტსმენმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოკლე ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა და განაცხადა: «ეპიკური ბრძოლა გველის»

ხაბიბ ნურმაგომედოვის ანგარიშზე 28 ბრძოლა (8 ნოკაუტი) და არცერთი მარცხია. ჯასტინ გეტჯის მონაგარი 22 გამარჯვება და 2 მარცხია. უკანასკნელად რუსმა სპორტსმენმა 2019 წლის 7 სექტემბერს UFC 242 ტურნირზე დასტინ პორიესთან იჩხუბა.

ხოლო, ამა წლის 9 მაისს ჯასტინ გეტჯიმ UFC 249 ტურნირზე ტონი ფერგიუსონი დაამარცხა.

View this post on Instagram

Let’s go #ufc254 #andStill #lightweightChampion

A post shared by Khabib Nurmagomedov (@khabib_nurmagomedov) on

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.