სტეფანო პიოლი: შედეგით კმაყოფილი ვარ

”როდესაც სეზონის დასაწყისში ასე ხშირად გიწევს თამაში, მნიშვნელოვანია მატჩის კონტროლირება, ტემპის დაჭერა და მოწინააღმდეგე გუნდის იძულება, შეასრულოს შავი სამუშაო. ჩვენ ბურთს ისე ვერ ვფლობდით, როგორც ეს გვინდოდა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად წარიმართა. მატჩიდან მატჩამდე უნდა მოვუმატოთ და საკუთარ თამაშში ბევრი რამ გავაუმჯობესოთ. მნიშვნელოვანი კვირის წინ, საკადრო პრობლემებიც გვაქვს. ევროპის ლიგის პლეი-ოფის ეგიდით "რიუ ავესთან" პაექრობა გველის.
კმაყოფილი ვარ ტონალისა და ბრაჰიმის თამაშით. ისინი შეიძლება ასი პროცენტით მზად არ იყვნენ, მაგრამ მათ შეუძლიათ გუნდს ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინონ ” - ციტირებს პიოლის სიტყვებს გამოცემა Sky Sport Italia.
The first outing of our @pumafootball Away kit in #CrotoneMilan went quite well, what do you think? 🔴⚫
— AC Milan (@acmilan) September 27, 2020
Don't miss out and get yours now! 👉🏼 https://t.co/9extSz42sT#ThisIsMilan #SempreMilan pic.twitter.com/8AR7I8W0Hh