ფერდინანდი: "იუნაიტედს" ფუნდამენტური პრობლემები აქვს

ფერდინანდი: "იუნაიტედს" ფუნდამენტური პრობლემები აქვს ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"ჩემი სურვილია, სანჩო მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ვიხილო. ეს ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენელია. ის, ვინც გულშემატკივარს აიძულებს სკამიდან წამოხტომას. მაგრამ მისი მოსვლა გადაწყვიტავს კი ამ გუნდის ფუნდამენტურ პრობლემებს? დიახ, გასულ სეზონში მანჩესტერს ბრწყინვალე სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა გატანილი გოლების მხრივ, თუმცა შეხვედრებში არის კიდევ რამდენიმე ასპექტი და მეტიც, მატჩების დაწყებამდეც."

"ფიქრობს კი მოწინააღმდეგე გუნდი, როდესაც "იუნაიტედთან" დაპირისპირებისთვის ემზადება, რომ მან მაქსიმალური ძალები უნდა გაიღოს, რათა შედეგს მიაღწიოს ასეთ მანჩესტერთან? მე ასე არ ვფიქრობ და ეს ძალიან დიდი პრობლემაა." - ციტირებს გამოცემა BT Sport რიო ფერდინანდის სიტყვებს.

ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. დორტუმნდის "ბორუსია" ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 109 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. რაც ძალიან დიდი თანხაა და "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას ყოყმანის საბაბს აძლევს. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე დღის წინ საუბრობდა მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი შემტევი ენდი კოული.

"ეს ძალიან დიდი თანხაა, უბრალოდ გიჟური. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის შეუშვებენ გულშემატკივრებს სტადიონზე. გუნდმა კი მთელი ქონება უნდა დაკარგოს. როდესაც ისეთ კლუბს უყურებ, როგორიც მადრიდის "რეალია" და რომელიც არ ხარჯავს ფულს, ეს რაზე მიუთითებს? ისინი ტრანსფერებს უბრალოდ არ აკეთებნ, ე.ი საფეხბურთო სამყაროში რაღაც რიგზე ვერ არის."

"იუნაიტედში" ალბათ შემდეგი სახის კომენტარს აკეთებენ: -"ჩვენ არ ვაპირებთ ფული უმისამართოდ ვხარჯოთ. თუ საჭირო იქნება მართებული ტრანსფერის განხორციელება, შესატყვისი დანახარჯით, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით." 109 მილიონი ფუნტი სტერლინგი? თან ასეთ მოცემულობაში?..." - ციტირებდა გამოცემა PA Agency ენდი კოულის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.