ანსუ ფატი: «მესისთან ერთად თამაში ჩემი ოცნება იყო»

— ლიონელ მესისთან ერთად თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ახლა ეს ოცნება ამიხდა. არგენტინელი უამრავ რჩევას მაძლევს, მესი ძალიან მოეხმარება როგორც მოედანზე, ასევე ვარჯიშებსა და ფეხბურთის გარეთაც. ამით ძალიან გახარებული ვარ», - ანსუ ფატის სიტყვებს ციტირებს GOAL.
— მინდა დღითი დღე პროგრესირება გავაგრძელო და თანაგუნდელებისგან ვისწავლო, რადგან ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ყოველ დღე ბიჭები ცდილობენ დამეხმარონ».
მიმდინარე სეზონში 17-წლის ფატის ეს პირველი მატჩი იყო კატალონიური კლუბის რიგებში და აღსანიშნავია, რომ პირველივე შეხვედრაში ეს უკანასკნელი დუბლით დაგვამახსოვრდა.