იაპონია ლეგიონერების ლიმიტის წესს ამკაცრებს

აღსანიშნავია, რომ ლეგიონერად ჩაითვლება ის რაგბისტი, რომელსაც შესაძლოა იაპონიის პასპორტი ჰქონდეს, თუმცა წარსულში სხვა ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები. იაპონიის უმაღლესი ლიგის თავმჯდომარის აზრით აღნიშნული შეზღუდვა ადგილობრივი კადრების განვითარებასა და პროგრესს შეუწყობს ხელს.
მაგალითად «შაინინგ არკსის» ცენტრი ბრეკინ კარაურია-ჰენრი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა 7-კაცა რაგბში, თუმცა ახლა უკვე მიიღო პასპორტი და იაპონიის ეროვნული ნაკრების წევრია, თუმცა პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლეს ლიგაში 2021 წლიდან ლეგიონერად ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესის მიღებამდე, თითოეულ იაპონურ კლუბს უფლება ჰქონდა ერთ მატჩში: ორი მოთამაშე გამოეყვანა, რომლებიც სხვა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ, სამი არა იაპონელი, რომელსაც უფლება აქვთ იაპონიის სახელით ითამაშონ და ერთი რაგბისტი აზიური პასპორტით.