დანა უაითი პაულო კოსტას აკრიტიკებს

დანა უაითი პაულო კოსტას აკრიტიკებს აბუ-დაბიში გამართული UFC 253 ტურნირის შემდეგ პრომოუშენის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, ისრაელ ადესანიასა და პაულო კოსტას სატიტულო ბრძოლა შეაჯამა და პრეტედენტის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა.

«ბრძოლის ნაცვლად წლის დომინაცია ვიხილეთ. ძალიან უცნაური იყო, რადგან ყველა დანარჩენ ორთაბრძოლაში კოსტა გამოდიოდა და მეტოქეებს ისე მისდევდა, თითქოს მათ ბრაზილიელის ვალი ჰქონდათ», - განაცხადა დანა უაითმა UFC 253 ტურნირის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

«ვფიქრომ მან მხოლოდ ერთი ჯემი გააკეთა მთელი ბრძოლის განმავლობაში. ბადესთან მეტოქის მიმწყვდევას და პრესინგს არ ცდილობდა და გამუდმებით ოქტაგონის ცენტრში ბრუნდებოდა. ძალიან უცნაური იყო».

«ველოდებოდი, რომ კოსტა ძველებურად იჩხუბებდა, როგორც მაგალითად იოელ რომეროსთან, რომელიც დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქეა, თუმცა ჩემდა გასაკვირად დისტანციაზე რჩებოდა და ადესანიას გამანადგურებელ დარტყმებს წინ ფეხს უტოვებდა. იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როდესაც კოსტა შეტევაზე გადადიოდა და ჩემპიონს ბადესთან ამწყვდევდა, მოულოდნელად უკან იხევდა და ოქტაგონის ცენტრში ბრუნდებოდა».

«როდესაც ადესანია ფეხით ურტყავდა ის უბრალოდ იდგა და საპასუხო დარტყმას არ აყენებდა. ძალიან უცნაურია. ვიჯექი და ვფიქრობდი: რა ჯანდაბა ხდება?! ნათელი იყო, რომ ადესანიას კოსტას ნაწილებად დაშლაღა ჰქონდა დარჩენილი, რაც მან მარტივად გააკეთა», - დაასრულა დანა უაითმა კომენტარი.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.