Goal: სიმეონე ლუის სუარესის დებიუტს აფასებს

”მე ნამდვილად არ მიმიქცევია დიდი მნიშვნელობა მისი დუბლისთვის, თუმცა საგოლე გადაცემა, სირბილი და მოძრაობა ნამდვილად გამორჩეული იყო. ცვლილებებმა ცოტა მეტი ძალა მოგვცა. ის დაეხმარა მარკოზ ლორენტეს, ხელი შეუწყო ვიტოლოს საკუთარი თვისებების გამოვლენაში და თომას პართის მოქმედებაში მეტი სიცხადე შეიტანა. სუარესმა ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს: ითამაშოს გუნდურად. ამ კალიბრის ფეხბურთელის გაფორმება გუნდს აუმჯობესებს, თუმცა "ატლეტიკო" ადრეც კარგი იყო. ახლა ჩვენ წინსვლას გავაგრძელებთ, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა - ეტაპობრივად."
"სუარესის ჩამოსვლა ძალიან კარგ შიდა კონკურენციას ქმნის და თუ 23 ფეხბურთელი დათანხმდება იმ წუთების მიღებას, რაც მათ მოუწევთ, დარწმუნებული ვარ წარმატებას მივაღწევთ. ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს, უნდა მოვძებნოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, თუ როგორ მიიღონ სათამაშო დრო სწორად. ასე იქმნება დიდი გუნდები. ეს საშუალებას გაძლევთ უფრო მეტი ვარიანტი გქონდეთ. ეს არის ის, რასაც ყოველ სეზონში ვაკეთებთ." - ციტირებს გამოცემა Goal-ი დიეგო სიმეონეს სიტყვებს.