კოშტა: არ ვაპირებ ვინმეს ტვირთად დავაწვე

კოშტა: არ ვაპირებ ვინმეს ტვირთად დავაწვე მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა დიეგო კოშტამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

”კლუბს მივეცი შესაძლებლობა, ჩემი მომავალი გადაწყვიტოს. არასდროს მინდოდა ტვირთად ყოფნა. თუ კლუბი აპირებს ჩემს გაყიდვას, მე წავალ. თუ კლუბს სურს კონტრაქტის გაწყვეტა, მე დავთანხმდები ამას.

მქონდა საუბარი მენეჯმენტთან და გუნდის მთავარ მწვრთნელთან. ჯერჯერობით ვაგრძელებ ვარჯიშს მაქსიმალური დატვირთვით და ვიმედოვნებ, რომ ტრავმები არ მექნება. თუ საჭირო გახდება, მზად ვარ მოედანზე გავიდე, თუ არა - არაუშავს”
- ციტირებს კოშტას სიტყვებს გამოცემა Marca.

დიეგო კოშტა მადრიდის "ატლეტიკოში" 2018 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლების სეზონში ესპანელმა თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო 23 მატჩში, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 4 შედეგიანი გადაცემა. "ატლეტიკოსთან" ფეხბურთელის ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის ზაფხულამდე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.