ერიკ აბიდალმა «ბარსელონა» დატოვა

წყაროს ინფორმაციით კლუბსა და ყოფილ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია.
შეგახსენებთ, რომ «ბარსელონას» მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს ენრიკე სეტიენი. ამასთან ერთად, კატალონიელებმა ძირითადი გუნდის რესტრუქტურიზაციაც დაანონსეს. ასევე ხაზგასასმელია, რომ ესპანურ გრანდს ახალი მწვრთნელი ეყოლება რონალდ კუმანის სახით.
შეგახსენებთ, რომ «ბარსელონა» ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის «ბაიერნთან» დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 1946 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც «ბარსელონამ» 8 ბურთი გაუშვა საკუთარ კარში.
ლა ლიგაც წარუმატებელი აღმოჩნდა ბარსასთვის, კულეები სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას დასჯერდნენ, პირველადგილოსან რეალს კი 5 ქულით ჩამორჩნენ.
კატალონიელები ესპანეთის თასსაც ნაადრევად 1/4 ფინალურ სტადიაზე გამოეთიშნენ.