პირლო: ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

პირლო: ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო, "რომასთან" განვლილ მატჩს აფასებს. შეგახსენებთ, შეხვედრა ფრედ ანგარით 2:2 დასრულდა.

"ამ სეზონში ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, გუნდს შევხვდით. სწორედ ამიტომ, ვიცოდი რომ მატჩში განსხვავებული მიდგომა დაგვჭირდებოდა, ვიდრე ეს "სამპდორიას" შემთხვევაში იყო. შედეგის თვალსაზრისით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი მუშაობა ამ მატჩით არ სრულდება. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში არ გვქონდა შესაძლებლობა, ამხანაგურ მატჩებში სხვადასხვა ვარიაციები მოგვესინჯა."

"საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მოპოვებულ ქულებზე ასახვა ჰპოვა. "რომასთან" შეხვედრაში ჩვენ თამაშის გადარჩენას ვცდილობდით. ასეთი ეპიზოდი ორი იყო. შემდეგ კაცნაკლულები დავრჩით, ასევე გვყავდა არტური, რომელიც 6 თვის უთამაშებელი იყო."
- ციტირებს გამოცემა Football Italia ანდრეა პირლოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.