რონალდუ: ეს დამსახურებული ქულაა

რონალდუ: ეს დამსახურებული ქულაა ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, საფეხბურთო კლუბ "რომასთან" განვლილ მატჩს აფასებს. შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში ზემოხსენებულ გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

"ჩემი აზრით ეს სრულიად დამსახურებული 1 ქულაა. ძალიან რთული მოცემულობა იყო, თუმცა თამაშში დაბრუნება, წითელი ბარათის შემდეგაც, შევძელით. სეზონის ბოლოს, ამ 1 ქულას შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს."

"ჩვენ სეზონის საწყის ეტაპზე ვართ, გვყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალი იდეებით. ვხედავ, რომ გუნდი კარგად მუშაობს და სავსეა ენთუზიაზმით. მე ჩვენი გუნდის ნათელ მომავალს ვხედავ. წარმატების მისაღწევად ეს გუნდი ძალას არ იშურებს. ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვსურდა, თუმცა ამ კოლოექტიური სულით, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე
" - ციტირებს გამოცემა Football Italia კრიშტიანუს სიტყვებს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.