რონალდ კუმანი «ბარსელონას» თამაშით კმაყოფილია

— ანსუ ფატის თამაში აღსანიშნავია. მის გამო ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ გვესმის, რომ ანსუ მხოლოდ 17 წლისაა და კიდევ შეუძლია მომატება. სტაბილური უნდა იყოს. ზოგჯერ მას კონცენტრაციის ნაკლებობა აწუხებს. ელჩესთან შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა დღეს გაცილებით კარგი იყო. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მინდა ავღნიშნო პედრიც, ორივე მათგანს ნათელი მომავალი აქვს», - რონალდ კუმანის სიტყვებს ციტირებს MARCA.
— გრიზმანს შეუძლია მესისთან პოზიციები გაცვალოს ხოლმე. ეს მოწინააღმდეგის თამაშს გაართულებს. კმაყოფილი ვარ ამ მატჩით. საერთო ჯამში გუნდით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში შევნელდით, თუმცა ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და შთაბეჭდილებებიც კარგი დაგვრჩა».
კატალონიელთა რიგებში პენალტის ზუსტად რეალიზება მოახდინა ლიონელ მესიმ, ხოლო პაუ ტორესმა ავტოგოლი მიითვალა.