მანჩესტერ "სიტი" 2 - 5 "ლესტერი"

მანჩესტერ "სიტი" 2 - 5 "ლესტერი" მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, "ლესტერთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ პაექრობაში "სიტი" ანგარიშით 2-5 დამარცხდა.

”პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, სწრაფი გოლიც გავიტანეთ. "ლესტერ სიტი" ღრმა დაცვაში ჯდება, ასე რომ არ არის მარტივი მათი კარების დალაშქვრა. პრობლემა აღმოჩნდა იმაში, რომ ვნერვიულობდით, როდესაც საქმე მეორე და მესამე გოლების გატანაზე მიდგა. ჩვენ უფრო ცივსისხლიანად უნდა გვემოქმედა, მაგრამ შემტევი მოთამაშეები არ გვყავს. ვინერვიულეთ და სამჯერ მივიღეთ პენალტი საკუთარ კარებში. არ ვიცი მეტოქემ რამდენი შანსი შექმნა.

ჩვენ გვჭირდება მოთმინება. ეს სეზონის მეორე მატჩი იყო, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შედეგი. ვწუხვარ ბიჭების და კლუბის გამო. მეტოქეს თამაში არ სურდა, ისინი მხოლოდ კონტრშეტევებს ცდილობდნენ.

ათეულობით მომენტის შექმნა ვერ შევძელით, ეს რთულია. ანგარიშით 5:2 ზეც კი, ლესტერი საკუთარ საჯარიმოში იყო. დანებებას არ ვაპირებთ, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით ვიპოვოთ გამოსავალი” - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს გამოცემა ВВС.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ