«ინტერი» ნ’გოლო კანტეს შესაძენად 60 მილიონს ამზადებს

«ინტერი» ნ’გოლო კანტეს შესაძენად 60 მილიონს ამზადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ნიკოლო სკირას სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით «ინტერი» მზადაა ერთდროულად სამი ფეხბურთელი გაყიდოს, რათა «ჩელსის» ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე შეიძინოს.


არისტოკრატები 29 წლის ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიელები მზად არიან ჟოაუ მარიუს, მატიას ვესინოსა და რაჯა ნაინგოლანს შეელიონ. საჭიროების შემთხვევაში ნერაძური მზადაა მარსელო ბროზოვიჩიც გაყიდოს.

29-წლის ფრანგს მოქმედი კონტრაქტი დედაქალაქელებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ნ’გოლო კანტეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს.

კანტე არისტოკრატების რიგებში 2016/17 წლების სეზონიდან ირიცხება. ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ «ჩელსიმ» «ლესტერს» 35.80 მილიონი ევრო გადაუხადა.

2019/20 წლების სეზონში ნ’გოლო კანტემ ლონდონელების რიგებში ჯამში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 29-წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 3 გოლი და 5 ყვითელი ბარათია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.