«მაიამიმ» «ბოსტონი» დაამარცხა და ფინალში გავიდა

«მაიამიმ» «ბოსტონი» დაამარცხა და ფინალში გავიდა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეექვსე თამაში გაიმართა «მაიამისა» და «ბოსტონს» შორის. ერიკ სპოელსტრას გაწვრნილმა გუნდმა დამაჯერებლად 125:113 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჰიტსის ამერიკელი კალათბურთელი ბამ ადებაიო გახდა, რომლის მონაგარიც 32 ქულა, 14 ართმევა და 5 ასისტია. სელტიკსის რიგებიდან თავის გამოჩენა ბრაუნმა შეძლო, რომლის მონაგარიც 26 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა.

NBA-ს პლეი-ოფის ფინალში მაიამი ჰიტის მორიგი მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იქნება, შეხვედრა 1 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მეექვსე მატჩი

«მაიამი» — «ბოსტონი» — 125:113 (33:27, 29:33, 26:26, 37:27)

სერიის ანგარიში: 4-2
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.