"ჰოფენჰაიმმა" მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურა

"ჰოფენჰაიმმა" მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურა გერმანიის ჩემპიონატის მეორე რაუნდში, საფეხბურთო კლუბმა "ჰოფენჰაიმმა" საკუთარ კედლებში მიუნხენის "ბაიერნი" მიიღო და მეტოქე გუნდი, გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრის მე -16 წუთზე ანგარიში ერმინ ბიკაკჩიჩმა გახსნა, მას გოლის გატანაში დენის გეიგერი დაეხმარა. "ჰოფენჰაიმის" უპირატესობა ორამდე მუნას დაბურმა გაზარდა. 36-ე წუთზე ერთი გოლი იოზუა კიმიხმა გაქვითა, ასისტენტი თომას მიულერს ეკუთვნის. 77-ე წუთზე ანდრეი კრამარიჩმა "ჰოფენჰაიმს" მესამე გოლი მოუტანა. მატჩის მიწურულს, მიუნხენის "ბაიერნის" კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რა დროსაც კრამარიჩმა დუბლის გაფორმება მოახერხა.

ორი ტურის შემდეგ, "ჰოფენჰაიმმა" 6 ქულის მოპოვებით, ბუნდესლიგის სათავეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ბაიერნი 3 ქულით მეშვიდე ადგილზეა წარმოდგენილი. ჩემპიონატის პირველ ტურში მიუნხენელებმა "შალკე 04" დიდი ანგარიშით 8:0 დაამარცხეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.