ფერლან მენდი: მარსელოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს

"როდესაც მადრიდის "რეალთან" ხელსეკრულება გავაფორმე, ძალიან მეშინოდა. აქ მოხვედრა რთულია, თუმცა ადაპტირება მალევე გავიარე. საბოლოო ჯამში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. არ ვფიქრობ, რომ მარსელოს კუთვნილი ადგილი წავართვი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის ამ დრომდე ღირებულ რჩევებს მაძლევს." - ციტირებს მენდის სიტყვებს გამოცემა Téléfoot
ფერლან მენდი მადრიდის "რეალის" რიგებში 2019 წლიდან ასპარეზობს. "ლიონიდან" მისმა ტრანსფერმა 48 მილიონი ევრო შეადგინა. 25 წლის ფრანგ ფეხბურთელს, მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.