დი ფრანჩესკო: ნაინგოლანს ჩვენთან ასპარეზობა სურს

”გოდინი უკვე აქ არის და მე ბედნიერი ვარ ამის გამო, მაგრამ არის რაჯა, რომელსაც "კალიარიში" დაბრუნება სურს. ნაინგოლანს ჩვენთან ყოფნა უნდა და ჩვენც გვსურს მისი დაბრუნება, მაგრამ სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ” - ციტირებს დი ფრანჩესკოს სიტყვებს გამოცემა Football Italia.
რაჯა ნაინგოლანი "რომას" რიგებში 2014 - 2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი "ინტერში" გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 38 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში, ნახევარმცველმა "კალიარის" შემადგენლობაში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე იასპარეზა.
ნაინგოლანმა "კალიარის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 7 შედეგიანი გადაცემა. მილანის "ინტერთან" გაფორმებული კონტრაქტი, 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
#Cagliari boss Eusebio Di Francesco claims Radja Nainggolan wants to return to Sardinia & ‘we want him back too’ https://t.co/9iX0FimEJC #FCIM pic.twitter.com/873vY1Lr3V
— footballitalia (@footballitalia) September 27, 2020