რობერტსონი: მისგან ყოველდღე ვსწავლობ

რობერტსონი: მისგან ყოველდღე ვსწავლობ "ლივერპულის" მცველმა ენდრიუ რობერტსონმა, გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი შეაქო.

”მას შემდეგ რაც ჰენდერსონმა, სტივენ ჯერარდისაგან კაპიტნის სამკლაური მიიღო, მასზე გამუდმებით საუბრობდნენ. მუდმივად ადარებდნენ "ლივერპულის" ცოცხალ ლეგენდას. მათ ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როდესაც ჯორდან ჰენდერსონი დაინახეს ჯორდან ჰენდერსონის როლში და არა უბრალოდ იმ ბიჭად, რომელმაც ჯერარდისაგან კაპიტნის სამკლაური მიიღო."

"არავინ აპირებს სტივის, როგორც "ლივერპულის" ფეხბურთელის შეცვლას, იმის გათვალისწინებით, რასაც მან მიაღწია, მაგრამ "ჰენდო" ახლა ცნობილია, როგორც "ლივერპულის" კიდევ ერთი კაპიტანი, რომელმაც პრემიერ ლიგა მოიგო. მას დამსახურებულად სცემენ პატივს. ვაღიარებ, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რადგან ჰენდერსონთან ძალიან ახლოს ვარ და პატივს ვცემ. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. მისგან ყოველდღე ვსწავლობ” - ციტირებს რობერტსონის სიტყვებს ბრიტანული კლუბის პრეს-სამსახური.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.