Culture PSG: დრაქსლერი "ზენიტის" წინადადებას არ დათანხმდა

27 წლის ფეხბურთელის მომსახურებით, რუსული "ზენიტი" იყო დაინტერესებული. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, "ზენიტის" ხელმძღვანელობა ცდას არ აკლებდა, რომ დრაქსლერის გაფორმება წარმატებით დაესრულებინა. თუმცა, როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელს სურს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე - ფრანგულ გუნდში დარჩეს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 24 მილიონ ევროდ აფასებს.
La piste du Zenit confirmée, les envies de Draxler aussi (Sky All.) https://t.co/5Rxnc8vYqa #PSG
— CulturePSG (@CulturePSG) September 26, 2020