პიერო აუზილიო: შკრინიარი არ იყიდება!

პიერო აუზილიო: შკრინიარი არ იყიდება! საფეხბურთო კლუბ "ინტერის" სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მილან შკრინიარის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, "ტოტენჰემი" ნამდვილად ინტერესდებოდა ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით, თუმცა "ნერაძურის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შკრინიარი არ იყიდება.

"დიახ, ტოტენჰემის წარმომადგენლებს შევხვდით. ეს სიმართელა, თუმცა ჩვენ უბრალოდ განვაცხადეთ, რომ შკრინიარი არ იყიდება. გუნდი დატოვა დიეგო გოდინმა, სწორედ ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია კიდევ ერთი ფეხბურთელი დავკარგოთ, შკრინიარის სახით."

"კანტე -ლონდონის ჩელსისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ამ გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს, სწორედ ამიტომ მისი გაყიდვა არ იგეგმება. ხსენებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები არ გვაქვს. ჩვენს გუნდში ისედაც არის წარმოდგენილი 8 ნახევარმცველი."
- ციტირებსა გამოცემა Football Italia პიერო აუზილიოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.