6 მატჩში დაფიქსირებული 6 ასისტი - ლევანდოვსკი "ბაიერნის" ახალი დისპეჩერია


გელზენკირხენის "შალკე 04"-თან გამართულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. "სევილიასთან" მატჩში კი მის ტექნიკურ პასს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლევანდოვსკის გადაცემით ლეონ გორეცკამ ისარგებლა -"ამ გოლმა თამაშში დაგვაბრუნა" - აცხადებდა ნამატჩევს ჰანს დიტერ ფლიკი.
რობერტი 6 ჩატარებულ შეხვედრაში 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ეგრედ წოდებული "რაბონა". "შალკეს" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, ლევანდოვსკიმ ულამაზესი გადაცემით, გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიანიჭა.
Dieser Typ ist nicht von dieser Welt! 👽#Rabondowski #MiaSanMia @lewy_official pic.twitter.com/JWJtVM7RXX
— FC Bayern München (@FCBayern) September 22, 2020