კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი სპორტსმენია

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი სპორტსმენია YouGov კვლევითმა ცენტრმა მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი პიროვნებების რეიტინგი გამოაქვეყნა. YouGov ბრიტანული საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბაზარს იკვლევს და მონაცემების ანალიზს აკეთებს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 42 ქვეყნის 45 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

რეიტინგის პირველ ათეულში მხოლოდ ერთადერთი სპორტსმენი მოხვდა, ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი რეიტინგის მე-6 ადგილს იკავებს. რაც შეეხება კატალონიის ბარსელონას შემტევს, ლიონელ მესის, არგენტინელმა 11-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის პირველი ხუთეული ჰონკონგის მსახიობმა, ჯეკი ჩანმა, ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ცზინპინმა, ბილ გეითსმა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაინაწილეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.