"არსენალი" 22 წლის ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად იბრძვის

"არსენალი" 22 წლის ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად იბრძვის საფეხბურთო კლუბ "ლიონის" ნახევარმცველი უსემ აუარი, შესაძლებელია ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Football.London ავრცელებს. შაბათს ფრანგულმა კლუბმა, ლონდონელების შეთავაზება დაბლოკა. ხსენებული სატრანსფერო წინადადება - 35 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებდა.

წყაროს თანახმად, "არსენალი" დანებებას არ აპირებს და მზად არის სატრანსფერო თანხა 40 მილიონ ევრომდე გაზარდოს. ახალი წინადადება დამატებით 10 მილიონი ევროს ბონუსურ სისტემასაც მოიცავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად "ლიონი" 50 მილიონ ევროდ აფასებს, 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულებას.

აური "ლიონის" შემადგენლობაში 2016 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ფეხბურთელის ტექნიკური სპონსორი კომპანია adidas-ია.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ