«მადრიდის რეალმა» ლუკა იოვიჩის გაშვება გადაიფიქრა

«მადრიდის რეალმა» ლუკა იოვიჩის გაშვება გადაიფიქრა ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მადრიდის რეალის» ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სერბი ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩი, კიდევ ერთი სეზონი დატოვოს გუნდში.

შეგახსენებთ, რომ 22-წლის სერბ ფეხბურთელს არენდის წესით მადრიდული კლუბის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეღო. AS-ის ინფორმაციით ლუკა იოვიჩის გაშვება ზინედინ ზიდანსაც სურდა, თუმცა საბოლოოს ესპანელებმა ფორვარდის შენარჩუნება გადაწყვიტეს.

ლუკა იოვიჩს მოქმედი კონტრაქტი დედაქალაქელებთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 22-წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 32 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში 22-წლის იოვიჩმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სერბი შემტევის მონაგარი 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ