სიმეონე: აზარტი და დაუოკებელი წყურვილი - აი რა ვიპოვე სუარესში

სიმეონე: აზარტი და დაუოკებელი წყურვილი - აი რა ვიპოვე სუარესში "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

”დარწმუნებული ვარ, სუარესის ჩამოსვლა არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ როგორც გუნდი და როგორც კლუბი, პროგრესირებას ვაგრძელებთ. მისი სტატუსი ხელს შეუწყობს შეტევის ძალის მატებას და გაზრდის შიდა კონკურენციას. იმედს ვიტოვებ, ის განაგრძობს იგივე ისტორიული სტატისტიკის დემონსტრირებას, რასაც "ბარსელონაში" ვხედავდით. სანამ "ბარსელონაში" წავიდოდა მას ვესაუბრე. მაშინ ლუისმა სხვა გზა აირჩა და იქ ექვსი წარმატებული, წელი გაატარა."

"ჩვენ ენთუზიაზმით სავსე ვართ. ვიმედოვნებთ, ის რაც შეიძლება სწრაფად მოერგება ჩვენს მოთხოვნებს და მისი გოლები დაგვეხმარება ვიყოთ იმ სიმაღლეზე, სადაც მუდამ ვიმყოფებოდით. ის შესანიშნავი მოთამაშეა, მისი ძლიერი მხარეა საჯარიმო სივრცეში მოძრაობა. მორატას წასვლის ალბათობის წინაშე, რომ დავდეგით, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, მოგვეძებნა ისეთი ფეხბურთელი ვინც გასულ სეზონში მასზე ბევრი გოლი გაიტანა. სუარესის შემთხვევაში, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ლუისი მყისიერად დარწმუნდა, რომ "ატლეტიკო" საუკეთესო ადგილია იმის საჩვენებლად, რომ ის კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სუარესში აღმოვაჩინე ის, რაც ამ კლუბს სჭირდება - აზარტი და დაუოკებელი წყურვილი." - ციტირებს გამოცემა Marca დიეგო სიმეონეს სიტყვებს.

33 წლის ურუგვაელი შემტევი დედაქალაქურ კლუბში 2022 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.