დორნბოსი: ალბონი ბრწყინვალე პილოტია

დორნბოსი: ალბონი ბრწყინვალე პილოტია "ფორმულა 1"-ის ყოფილი მრბოლელი რობერტ დორნბოსი, რომელიც 2006 წელს "რედ ბულის" საჭესთან იჯდა, კომენტარს აკეთებს ახალგაზრდა ავსტრიელი პილოტის - ალექსანდერ ალბონის შესახებ.

"მის გარშემო შექმნილი სიტუაცია, ნამდვილად ძალიან რთულია. ალბონი საკუთარ გზას აცდა, იგი ამ გუნდის შემადგენლობაში უბრალოდ დაიმსხვრა. ჩემთვის ძლიან მტკივნეულია, როდესაც ამ რაოდენობით ცუდი საუბარი ისმის მისი მისამართით. სინამდვილეში ალექსი ბრწყინვალე მრბოლელია. ეს ყველაფერი ავტოსპორტის შემადგენელი ნაწილია. როდესაც მსგავსი რამ შენ გემართება, დიდი დრო დაგჭირდება საიმისოდ, რომ საკუთარი თავის რწმენა კვლავ დაიბრუნო."-ციტირებს გამოცემა GrandPX დორნბოსის სიტყვებს.

ექვსი რბოლის შემდეგ ალბონს 40 ქულა აქვს მოპოვებული და მეექვსე პოზიციაზეა. მისი მეწყვილე მაქს ფერსტაპენი მეორე ადგილზე იმყოფება. ჰოლანდიელ პილოტს 95 ქულა აქვს დაფიქსირებული. ფერსტაპენმა მიმდინარე წელს ერთი რბოლა უკვე მოიგო, ოთხჯერ კი პოდიუმზე იყო წარმოდგენილი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.