«დალასმა» «ტამპა» ოვერტაიმში დაამარცხა

«დალასმა» «ტამპა» ოვერტაიმში დაამარცხა ნაციონალური ჰოკეის ლიგის ფინალის მეხუთე მატჩი გაიმართა «დალასსა» და «ტამპა-ბეის» შორის. რიკ ბოუნეს გაწვრთნილმა გუნდმა ლაითნინგი დამატებით დროში ანგარიშით 3:2 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა.

გამარჯვების შაიბა დალასის რიგებიდან კორი პერიმ გაიტანა.

მიმდინარე პლეი-ოფში პერისთვის ეს მეხუთე გოლია, ვეტერანმა ლაითნინგთან შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა. დალასის რიგებიდან თავის გამოცენა ჯო პაველსკიმაც მოახერხა, რომელიც პლეი-ოფის მთავარი ამერიკელი სნაიპერი გახდა. პაველსკიმ კარიერის მანძილზე 61 შაიბის გატა მოახერხა.

«ტამპას» რიგებში თავის გამოჩენა ონდრჟეი პალატმა და მცველმა მიხაილ სერგაჩევმა მოახერხეს. ნიკიტა კუჩეროვმა სგაოლე გადაცემა მიითვალა, რუსი სპორტსმენი ასისტების რაოდენობით მესამე ადგილზეა. კუჩეროვის აქტივში 26 შედეგიანი გადაცემაა.

NHL პლეი-ოფი

სტენლის თასის ფინალი

მეხუთე მატჩი

«ტამპა-ბეი» — «დალასი» — 2:3 (0:1, 1:0, 1:1, 0:1)

სერიის ანგარიში: 3-2


დალას სტარსსა და ტამპა ბეი ლაითნინგს შორის მორიგი დაპირისპირება 29 სექტემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.