დანა უაითი კონორ მაკგრეგორს აკრიტიკებს

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დანა უაითთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა.
— ეს ერთ-ერთი ყველაზე ბინძური საქციელია, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინა. განვმარტავ, ახლა ჩვენ ვსაუბრობდით დიეგო სანჩესზე და მიმოწერაში საუბარი იყო მასზე. როდესაც შენ რეიტინგის მეორე ან მესამე ნომერი ხარ და უცებ 39-წლის მებრძოლთან გინდა ბრძოლა, რომელიც ტოპ-15 არ შედის და გსურს ლოს-ანჯელესის შოუს მთავარი ბრძოლა იყოს, ალბათ გესმით რასაც ვგულისხმობ...», - დანა უაითის სიტყვებს ციტირებს MMA Junkie.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა კრივში მორიგი ბრძოლა მენი პაკიაოსთან დაანონსა.