ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფინალში მეათედ ითამაშებს

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფინალში მეათედ ითამაშებს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი გაიმართა ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და დენვერ ნაგეტსს შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 117-107 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

ლოს-ანჯელესის ფორვარდისთვის, ლებრონ ჯეიმსისთვის, ეს მეათე ფინალი იქნება კარიერის განმავლობაში. უკანასკნელ 10 წელში 35-წლის ამერიკელისთვის ეს მეცხრე ფინალი იქნება.

NBA-ს ისტორიაში ლებრონ ჯეიმსი მეოთხე კალათბურთელი გახდება, რომელიც მინიმუმ 10-ჯერ მონაწილეობდა ფინალურ სერიაში. 35-წლის კალათბურთელის გარდა მსგავსი შედეგი ბილ რასელს (12-ჯერ), სემ ჯონსს (11-ჯერ) და კარიმ აბდულ-ჯაბარას (10-ჯერ) აქვთ ნაჩვენები.

შეგახსენებთ, რომ 5-ჯერ ფინალში თამაში ლებრონ ჯეიმსმა «კლივლენდის» მაისურით ითამაშა, ხოლო ოთხჯერ «მაიამის» რიგებში. 2012, 2013, 2016 წლებში ჯეიმსმა ჩემპიონის ტიტული მოიგო და MVP-ს წოდებაც მოიპოვა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.