"შალკემ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ვაგნერი "შალკეს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2019 წლის 9 მაისს დაინიშნა. ხელშეკრულება 2022 წლამდე იყო ძალაში.
”ჩვენ ყველას იმედი გვქონდა, რომ დევიდ ვაგნერთან ერთად წარმატებას მივაღწევდით. სამწუხაროდ, ახალი სეზონის პირველმა ორმა ტურმა საჭირო შედეგები ვერ მოიტანა” - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გელზენკირხენელებმა საკუთარი ბოლო შეხვედრა 17 იანვარს მოიგეს. ამ შემდეგ, "შალკემ" ექვსი მატჩი ფრედ ითამაშა, 12 მათგანში კი დამარცხდა.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ორი ტურის შემდეგ, "შალკე" სატურნირო ცხრილის მე -18 ადგილზეა. მის გრაფაში 0 ქულაა აღნიშნული.
FC Schalke 04 have relieved David #Wagner of his duties with immediate effect.#S04 pic.twitter.com/5kh9UdPqGW
— FC Schalke 04 (@s04_en) September 27, 2020