ლებრონ ჯეიმსმა 27-ე ტრიპლ-დაბლი გაიფორმა

აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის თამაშებში ლებრონ ჯეიმსმა 27-ე ტრიპლ-დაბლის შესრულება მოახერხა. დენვერთან შეხვედრაში, 35 წლის ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 38 ქულა, 16 ართმევა და 10 შედეგიანი გადაცემაა.
სწორედ ლებრონის ტრიპლ-დაბლი დაეხმარა ლეიკერსს დენვერთან მეოთხე გამარჯვების მოპოვებაში.
პლეი-ოფის თამაშებში ტრიპლ-დაბლის რეკორდი ლეიკერსის ლეგენდას მეჯიქ ჯონსონს ეკუთვნის (30). დღევანდელი მდგომარეობით ლებრონ ჯეიმსი მეორე ადგილზეა.
LeBron James joins Big Game @JamesWorthy42 as the only players with 30 points, 15 rebounds and 10 assists in Lakers playoff history. pic.twitter.com/iQWtCVvVrh
— Los Angeles Lakers (@Lakers) September 27, 2020