ისრაელ ადესანიამ მომდევნო მეტოქე დაასახელა

ისრაელ ადესანიამ მომდევნო მეტოქე დაასახელა საშუალო წონაში UFC-ს მოქმედმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, რომელმაც აბუ-დაბიში გამართულ UFC 253 ტურნირზე ბრაზილიელი პაულო კოსტა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა MMA Junkie-თან ინტერვიუში მომდევნო მეტოქე დაასახელა.

როგორც როი ჯონსი ამბობდა: თქვენ ალბათ დაგავიწყდათ. ჩემი წინა ბრძოლიდან გამომდინარე თქვენ იფიქრეთ: ის ასეთი მოსაწყენია და ბლა ბლა ბლა. დღეს მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენე, რატომ ვარ საუკეთესო», — ისრაელ ადესანიას სიტყვებს ციტირებს MMA Junkie.

ანდერსონ სილვამ დიდი მემკვიდრეობა დატოვა ამ დივიზიონში. მინდა საკადრისი პატივი მივაგო წონით კატეგორიას, მსურს ასე გავაგრძელო. ეს მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ. მე უკვე მივწერე ჯარედ კანონიეს: თუ უიტაკერს გაანადგურებ შემდეგი შენ იქნები! ჯარედი სწორედ ის მებრძოლია, ვისთანაც შემდეგი ბრძოლის გამართვა მსურს. კანონიემ დაიმსახურა».

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ