«ლეიკერსმა» «დენვერი» დაამარცხა და ფინალში გავიდა

«ლეიკერსმა» «დენვერი» დაამარცხა და ფინალში გავიდა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი გაიმართა ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და დენვერ ნაგეტსს შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 117-107 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა ლეიკერსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. ამერიკელი კალათბურთელის მონაგარი 38 ქულა, 16 მოხსნა და 10 ასისტია. დენვერის რიგებიდან თავის გამოჩენა იოკიჩმა მოახერხა. სერბის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა.


ფრენკ ვოჰელის გუნდი ფინალში მაიამი ჰიტს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 სექტემბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მეხუთე მატჩი

«ლეიკერსი» — «დენვერი» — 117:107 (33:30, 28:21, 26:33, 30:23)

სერიის ანგარიში: 4-1


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.