მოიესი: თავს კარგად ვგრძნობ

მოიესი: თავს კარგად ვგრძნობ "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა დეივიდ მოიესმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ინგლისის პრემიერ ლიგის მე -3 ტურის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე "ვესტ ჰემი" "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.

”მძულს მატჩების გამოტოვება და ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რომ ხსენებულ შეხვედრას ვერ დავესწრები, მაგრამ წესების დაცვა მომიწევს. რთულია, თუმცა აუცილებელია სხვების უსაფრთხოება დავიცვა. გაწბილებული ვარ, იმით რომ კორონავირუსი დამიდგინდა, მაგრამ როგორც ვიცით, ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ ასე გაგრძელდება. საკარანტინო პერიოდის დასრულებას მოუთმენლად ველი, რათა შევძლო და საკუთარ საქმიანობას დავუბრუნდე” - განაცხადა მოიესმა გამოცემა The Sun- თან მიცემულ ინტერვიუში.

ხსენებული მატჩისთვის ემზადება "ვულვერჰემპტონიც". ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.