ანონსი: "ჰოფენჰაიმი" - მიუნხენის "ბაიერნი"

ანონსი: "ჰოფენჰაიმი" - მიუნხენის "ბაიერნი" 27 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" ეწვევა.

მოცემულ მომენტში, "ბაიერნს" სამი ქულა აქვს მოპოვებული და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენურ გრანდს მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სტატისტიკური მაჩვენებელი მაინც საოცრად გამოიყურება. 8 გატანილი გოლი და არც ერთი გაშვებული. პირველ ტურში "ბავარიამ" გელზენკირხენის "შალკე 04" გაანადგურა.

საკუთარი პირველი დაპირისპირება მოიგო "ჰოფენჰაიმმაც". პირველ ტურის გასვლით ორთაბრძოლაში, ხსენებულმა კლუბმა "კიოლნს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია, ანგარიშით 2-3. "ჰოფენჰაიმი" მოცემულ მომენტში მე-9 პოზიციაზეა წარმოდგენილი.

26 სექტემბერს, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა კონკურენტმა დორტმუნდის "ბორუსიამ" მოუოდნელი მარცხი იგემა "აუგსბურგთან" ჩატარებულ შეხვედრაში. მასპინძლებმა დამაჯერებლი ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. ამავე დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" დასკვნითი ვარჯიში გამართა. შესაბამის ფოტო მასლას გერმანული გრანდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.