Sky: ჰუმელსი "აუგსბურგთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა

Sky: ჰუმელსი "აუგსბურგთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა გერმანიის ჩემპიონატის მეორე რაუნდის ეგიდით გამართულ პაექრობაში, დორტმუნდის "ბორუსია" საფეხბურთო კლუბ "აუგსბურგს" ეწვია და ანგარიშით 2-0 დამარცხდა. ხსენებულ მატჩს გამოეხმაურა "ბორუსიას" გამოცდილი ცენტრალური მცველი - მატს ჰუმელსი.

”სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრ ასპექტში ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით. ვახერხებდით, სივრცის პოვნას ნახევარმცველების მიღმა მდებარე ზონაში, მაგრამ ვერ შევძელით საკმარისი მომენტების შექმნა. არსებული შესაძლებლობები კი ოპტიმალურად ვერ გამოვიყენეთ. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ "აუგსბურგზე" ნაკლები მომენტები გვქონდა" - აცხადებს მატს ჰულელსი გამოცემა Sky- სთან მიცემულ ინტერვიუში.

დორტმუნდის "ბორუსია" მოპოვებული 3 ქულით ბუნდესლიგის მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნი" კი საკუთარ დაპირისპირებას დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე გამართავს. "რეკორდმაისტერი" "ჰოფენჰაიმს" ეწვევა და მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ