კლოპი: რთული სეზონი გველის

კლოპი: რთული სეზონი გველის 28 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონატის მესამე რაუნდის ეგიდით, "ლივერპული" ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. იურგენ კლოპი ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

”ლონდონელებმა გასულ სეზონში მერვე პოზიციაზე დაასრულეს ასპარეზობა, რადგან მათ არ ჰქონდათ დრო გარკვეულიყვნენ არსებულ სიტუაციაში. მათ მერვე ადგილი არ უნდა დაეკავებინათ. "არსენალს" მარტივად შეეძლო, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თუ არა, ევროპის ლიგაზე მაინც მოხვედრილიყო. პრემიერ ლიგას შესანიშნავი გუნდები ჰყავს და წინასწარ ძნელია იმის თქმა, თუ რა მოხდება სეზონის ბოლოს. ეს ასე არ მუშაობს."

"დამარცხებისგან არავინ არ არის დაზღვეული, ამიტომ წარმოუდგენლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. სხვა გუნდებზე არანაირი გავლენა არ გვაქვს. როდესაც მათ წინაშე ვდგავართ, მხოლოდ გამარჯვება გვსურს. რბოლა სულ ახლახანს დაიწყო. აქ იასპარეზებს ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ტოტენჰემი... ყველას აქვს რთული მომენტები, მაგრამ მთავარია როგორ რეაგირებ მასზე. ეს არის მარათონი და არა სპრინტი, შესაბამისად უამრავ მოცემულობას უნდა გაუმკლავდე. არ მესმის, რატომ ვსაუბრობთ პრემიერ ლიგის მოგებაზე. მე არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი გუნდი შეეცდება ამის გაკეთებას
” - ციტირებს კლოპის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.