ზიდანი: ვამაყობ ჩემი გუნდით

”როდესაც აგებ, რთულია თამაშის დინამიკის შეცვლა, მაგრამ დღეს ჩვენ ეს წარმატებით გამოგვივიდა. "ბეტისთან" მატჩში დიდი რაოდენობით სახიფათო მომენტები გვქონდა, სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო. მე ძალიან ვამაყობ ყველა ფეხბურთელით, ისინი შესანიშნავ საქმეს ასრულებენ. ჩვენ იგივე შემართებით უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა.
ბარტრას ხელით თამაში? მსაჯს უნდა გაეთვალისწინებინა ეს ქმედება. მე არასდროს ვერევი მსაჯთა საქმიანობაში. ჩვენთვის მთავარია რთული მეტოქის წინააღმდეგ, ადეკვატური თამაშის ჩვენება.
მადრიდის "რეალში" ახალი ტრანსფერების ხილვა? არა, ამაზე ადრეც ვისაუბრეთ. კმაყოფილი ვარ იმ სიით, რაც ჩემს განკარგულებაშია” - ციტირებს ზიდანის სიტყვებს გამოცემა Goal.
მადრიდის "რეალმა" "ბეტისთან" მოპოვებული გამარჯვების წყალობით, 4 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე -5 პოზიციაზე გადაინაცვლა.
🔥 ¡GRANDE @Benzema! 🔝#HalaMadrid https://t.co/fs883b0NAy
— Real Madrid C.F. (34🏆) (@realmadrid) September 27, 2020