კუმანი ცდილობს «ბარსელონა» დეპაის შეძენაში დაარწმუნოს

კუმანი ცდილობს «ბარსელონა» დეპაის შეძენაში დაარწმუნოს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იტყობინება, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, ცდილობს «ბარსელონას» ხელმძღვანელობა მემფის დეპაის ყიდვაში დაარწმუნოს.


პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ «ბლაუგრანა» ლაუტარო მარტინესითა და მემფის დეპაით ინტერესდება, თუმცა ფაბრიციო რომანოს თქმით კატალონიელთა მთავარი სამიზნე 26 წლის ჰოლანდიელი შემტევია.

წყაროს ინფორმაციით «კატალონიის ბარსელონა» მზადაა მემფის დეპაის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ლიონს, ბონუსების გათვალისწინებით, 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.

transfermarkt-ის ინფორმაციით მემფის დეპაის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 44 მილიონ ევროს შეადგენს. 26 წლის ჰოლანდიელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი ლიონთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ნახევარ წელზე მეტი ჰოლანდიელმა ტრავმის გამო გამოტოვა. ჯამში 2019/20 წლების სეზონში 26-წლის შემტევმა ლიონის მაისურით 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლის ავტორი გახდა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.