«მილანს» ანდრეს კრისტენსენის შეძენა სურს

«მილანს» ანდრეს კრისტენსენის შეძენა სურს Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის «ჩელსის» დანიელი მცველი, ანდრეს კრისტენსენი, იტალიური «მილანის» ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი გახდა.

წყაროს ცნობით როსონერი დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს, ხოლო 24-წლის ახალგაზრდა ფეხბურთელით პირადად კლუბის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლია დაინტერესებული.

კრისტენსენს მოქმედი კონტრაქტი არისტოკრატებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ვებ-პორტალი transfermarkt-ი 24-წლის მცველის სატრანსფერო უფლებებს 24 მილიონ ევროდ აფასებს.

2019/20 წლების სეზონში კრისტენსენმა «ჩელსის» შემადგენლობაში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ