«მადრიდის რეალმა» «ბეტისი» დაამარცხა

«მადრიდის რეალმა» «ბეტისი» დაამარცხა ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში «ბეტისმა» საკუთარ მოედანზე «მადრიდის რეალს» უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ 67-ე წუთის შემდეგ მასპინძლები უმცირესობაში იყვნენ, ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა გუნდა გაჭირვებით მოიგო.

მადრიდელებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და უკვე მატჩის მე-14 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით ფედერიკო ვალვერდემ მოახერხა ანგარიშის გახსნა. ამის შემდეგ მანუელ პელეგრინის შეგირდებმა ჯერ 35-ე წუთზე, ხოლო შემდეგ მალევე 37-ე წუთზე ორჯერ მოახერხეს ტიბო კურტუას კარის დალაშქვრა.

მეორე ტაიმის დასაწყისი იღბლიანი გამოდგა მადრიდული კლუბისთვის. შეხვედრის 48-ე წუთზე ემერსონის ავტო-გოლის წყალობით «მადრიდის რეალმა» წონასწორობის აღდგენა მოახერხა - 2:2.

«ბეტისისა» და «რეალის» დაპირისპირება მეტწილად თანაბარი იყო, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს. ბურთის ფლობა 45% - 55% დედაქალაქელების სასარგებლოდ. რაც შეეხება კარისკენ დარტყმებს 15 - 11 ბეტისის ანგარიშზე.

მანუელ პელეგრინის შეგირდებმა კარშიც მადრიდელებზე მეტჯერ დაარტყეს. ჯამში «ბეტისმა» ტიბო კურტუას 5-ჯერ დაურტყა ზუსტად.

მატჩის 67-ე წუთზე ისედაც ავტო-გოლით გამორჩეულმა ემერსონმა იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. ამ მომენტიდან «ბეტისი» უმცირესობაში დარჩა, თუმცა ზინედინ ზიდანის შეგირდება გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანეს.

პენალტის ზუსტად რეალიზება სერხიო რამოსმა შეძლო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა.


მადრიდის რეალი ლა ლიგას მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე ვალიადოლიდს უმასპინძლებს. შეხვედრა 30 სექტემბერს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.