კუმანი: მესის რეაქცია ნორმალურია

კუმანი: მესის რეაქცია ნორმალურია კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ლიონელ მესის შესახებ კომენტარს აკეთებს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლიონელის ის განცხადებები შეაფასა, სადაც არგენტინელი ლუის სუარესის მისამართით საუბრობდა.

"ნორმალურია, როდესაც მესი დამწუხრებულია ერთ-ერთი მეგობრის, გუნდიდან წასვლის გამო. ლეო ნამდვილი მაგალითი იყო, ყველასთვის როგორც ვარჯიშებზე, ისე ოფიციალურ მატჩებში. არასდროს მინახავს, რომ ის ახალ საფეხბურთო სეზონს მოუმზადებელი შეხვედროდა." - ციტირებს რონალდ კუმანის სიტყვებს გამოცემა Marca

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ ორიოდე დღის წინ ლუის სუარესს ღია წერილით მიმართა - "მე უკვე ვეგუებოდი შენს წასვლას, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, მომხდარი ფაქტი ბოლომდე გავითავისე. როგორი რთული იქნება, თითოეული დღე შენს გარეშე, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მოგვენატრები. ერთად გატარებული ამდენი წელი, ერთობლივი სადილი და ვახშამი... რამდენი რამ არის, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას."

"ძალიან უცნაური იქნება შენი ხილვა სხვა კლუბის მაისურით და კიდევ უფრო უცნაური იქნება შენს წინააღმდეგ თამაში. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შენ ღირსეულ წასვლას იმსახურებდი. "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, მოპოვებული უამრავი ტიტულით და პირადი ჯილდოთი. შენ არ იმსახურებდი კლუბიდან ასე გაგდებას, თუმცა მე უკვე ვერაფერი გამაკვირვებს. შენს ახალ თავგადასავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ძალიან მიყვარხარ და მალე შევხვდებით მეგობარო."
- წერდა ლეო მესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.