მარსელო "ბეტისთან" ჩანიშნულ მატჩს გამოტოვებს

მარსელო "ბეტისთან" ჩანიშნულ მატჩს გამოტოვებს მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი უკანახაზელი მარსელო, დღევანდელ პაექრობას გამოტოვებს. შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "სამეფო კლუბი" "ბეტისს" ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩაინიშნული.

32 წლის ბრაზილიელი, ხსენებული მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ ბოლო მომეტში გადაწყდა, რომ ის სევილიაში არ გაფრინდებოდა. მარსელოს ზურგის არეში დისკომფორტი აღენიშნება. ამ ეტაპისათვის უცნობია, როდის შეძლებს ხსენებული მცველი მწვანე საფარზე გასვლას. აღსანიშნავია, რომ მარსელოს ივლისის შემდეგ არ უთამაშია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.